1. სტაჟიორის კონკურსი ცხადდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საჯარო დაწესებულება სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საჯარო დაწესებულების ან/და სხვა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებშ