სტაჟირების მიზანია:
ა) სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა;
ბ) სტაჟიორის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;
დ) საჯარო სამსახურში არსებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარება სტაჟიორისთვის;
ე) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერა დამატებითი მოხალისე ძალით;
ვ) პროფესიული გამოცდილების შეძენის გზით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამ