1. სტაჟიორთა რეესტრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლის ვადით, შეიყვანება პირი, რომლის სტაჟირების შედეგებიც დადებითად შეფასდა გენერალურ ინსპექციაში.

2. სტაჟიორთა რეესტრში არ შეიყვანება/რეესტრიდან ამოირიცხება  პირი, თუ სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ წარმოიშვა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

3. სტაჟიორთა რეესტრში მყოფ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ წესით გათვალისწინებულ გენერალური ინსპექციის შიდა კონკურსში.

4. სტაჟიორთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტ