1. მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს;
გ) აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. მოსამსახურედ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
დ) პირი, რომელმაც არ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს მის მიერ დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას;
ე) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
ვ) პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ზ) პირი, რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემებ