1. გენერალურ ინსპექციაში პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, ან დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობაზე, არაუმეტეს მისი არყოფნის პერიოდისა, თუ იგი აკმაყოფილებს სამსახურში მიღების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. გენერალურ ინსპექციაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. ამ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმავე პირის განმეორებით დანიშვნა დაუშვებელი