1. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნებიან:
ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები;
ბ) მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები;
გ) მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილეების თანაშემწეები;
დ) დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის შემცვლელები;
ე) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ვ) სამინისტროს მოსამსახურე - სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ზ) სამინისტროს მოსამსახურე – სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში/ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია წაყენებული.
2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ სამინისტროს მოსამსახურის გადაყვან