1. სამინისტროს მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;

დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით დაკისრებული მოვალეობები;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;

დ) დაიცვას ამ წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

ზ) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამინისტროში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. ასევე, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;

თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;

ი) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

5. სამინისტროს მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, სამინისტროს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

6. სამინისტროს მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები, მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება ამ წესითა და სამინისტროს მოსამსახურის სამუშაო აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი, ხოლო პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები, მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესითა და სამუშაოს აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს