1. სპეციალური კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე მიღებული/დანიშნული სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 104-ე და 105-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევისა) წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული/დანიშნული სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა კლასიფიცირებას (რანგირება) და კლასების მინიჭება