ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება;

ბ) სამოქალაქო პირი – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურეები, აგრეთვე ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.

გ) შტატგარეშე მოსამსახურე - პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამინისტროში;

დ) დამხმარე მოსამსახურე - ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე – პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული მოსამსახურე;

ვ) სამინისტროს მოსამსახურე – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამოქალაქო პირი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე, აგრეთვე ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებ