1. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამინისტროს მიერ ოფიციალური ვებგვერდის (www.moc.gov.ge) მეშვეობით.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემაში კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. სამინისტროს მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) მიაღწია 18 წელს;
გ) აკმაყოფილებს ამ წესით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.
4. სამინისტროსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმების მსურველ პირს, სამინისტროს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას, მოხელის სერტიფიკატი, როგორც წესი, არ მოეთხოვება.
5. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტი