1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;

გ) გამჭვირვალობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა;

ვ) თანაზომიერება;

ზ) კომპეტენტურობა;

თ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.

2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლების