1. სამსახურში სამსახურის გავლას საფუძვლად უდევს კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობის, ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების და დისკრეციული უფლებამოსილების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
2. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლების