1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური)   სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამსახურის  სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ  სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც მიმართულია სახელმწიფო უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კანონიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფისაკენ.

3. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებ