ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში –
მოსამსახურე) – სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;
ბ) სპეციალური მოხელე –
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მოხელე, რომელიც მსახურობს სამსახურში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს სამსახურის მოსამსახურის ფიცი;
გ) სამხედრო მოსამსახურე – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამსახურში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება და დადებული აქვს სამხედრო ფიცი;
დ) სამსახურის მოხელე – სამსახურში დასაქმებული მოხელე, რომელსაც იმავდროულად არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება;
ე) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან/და შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით ისეთ არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომელიც საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობებით არ არის განსაზღვრული;
ვ) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზ