1. მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.
2. მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა.
3. მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.
4. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას.
6. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება აქვს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.
7. მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეციალური მომზადების გავლის გარეშე.
8. მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის მიხედვი