1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება/დაინიშნება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე (გარდა სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების არმქონე მოხელისა, რომელიც მიიღება 21 წლის ასაკიდან), რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების,  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ)  სრული ზოგადი განათლება და  დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდებით, ასევე სამსახურის მოხელედ მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის  მიმართაც.

4. საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობებზე განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

5. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის უფროსის  მიერ თანამდებობაზე შეიძლება  დაინიშნოს:

ა) სრული ზოგადი განათლების მქონე პირი:

ა.ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ბ)  ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის  ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

6. სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან:

ა) სამხედრო წოდების მქონე პირები;

ბ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;

გ) ქალები 18 წლის ასაკიდან.

7. სამხედრო სამსახურში მიღების შემდეგ, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში.

8. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამხედრო სამსახურში მიღების, მათ შორის, ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება, ხოლო ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსის გავლის შემთხვევაში – ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

9. სამხედრო რეზერვში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამსახურში სამხედრო ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდებ