1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში, გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და სამინისტროში დასაქმებულ სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. სამინისტროში სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების, სამინისტროსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

3. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებსა და რიგითებზე ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილ