1. სამინისტროს მოსამსახურედ არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

ზ) სხვა სამსახურიდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო გათავისუფლებული პირი;

თ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

ი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს მოსამსახურედ მინისტრის გადაწყვეტილებით ან უშუალოდ მისი თანხმობით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილი პირის მიე