1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში მიღება/დანიშვნა ფორმდება მინისტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურში მიღების/დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მოქალაქის სახელსა და გვარს;
ბ) მოქალაქის პირად ნომერს;
გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთულისა და ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელშიც მიიღება/ინიშნება პირი;
დ) თანამდებობის დასახელებას;
ე) თანამდებობის დაკავების ვადას – თუ პირი განსაზღვრული ვადით არის დანიშნული;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას - თუ პირი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული;
ზ) თანამდებობრივ სარგოს.
3. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტ