1. სამინისტროს მოსამსახურის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

2. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.

3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაო დრო შესაძლებელია დაიწყოს დილის 09.00 სთ-დან 10.00 სთ-მდე და, შესაბამისად, დასრულდეს 18.00-დან 19.00 სთ-მდე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

4. 15 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის დადგენის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

5. სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამუშაო დრო, როგორც წესი, განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.

6. დღის განმავლობაში სამინისტროს მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე.

7. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეების, რომელთაც სამუშაო ადგილად განსაზღვრული აქვთ სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება, სამუშაო დრო განისაზღვრება სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ დღის განრიგით.

8. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები.

9. სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე იმყოფება სამსახურის (ადმინისტრაციული შენობის) გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.

10. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.

11. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

12. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით.

13. სამინისტროში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები