1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
2. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.
3. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს.
4. სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
5. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.
6. იმ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულმა არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში მიმდევრობით ორჯერ ისარგებლოს 24-საათიანი დასვენების დროით.
8. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
9. 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო.
101. პირს, რომელიც არის სისხლის ან მისი კომპონენტის დონორი, უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. დასაქმებულს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
11. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №2401 – ვებგვერდი, 27.12.2022
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(101)
- საქმე №ას-123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია. 55. საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის…
- საქმე №ას-100-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
…ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 18 000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 26.1 მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ…
- საქმე №ას-1177-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
…იქნა ე.წ. favor prestatoris და Ultima Ratio-ს პრინციპები; ასევე, უგულველყოფილ იქნა „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–6 და მე–7 მუხლები, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 1-ლი, მე–4 და 24–ე მუხლები, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსოს) მიერ, 1982 წელს მიღებული №158 შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის…
- საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
…მიმართებით, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გამართლებულად იქნა მიჩნეული, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშვებულებო თანხა მხოლოდ მის მიერ ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 34-ე მუხლი), შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება…
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
…გათავისუფლდა ობიექტური გარემოების შედეგად. 12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის…
- საქმე №ას-732-732-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1611-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
- საქმე №ას-558-558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2018
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-227-216-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-1000-961-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2017
- საქმე №ბს-400-395(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2016
- საქმე №ას-146-136-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-962-920-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2015
- საქმე №ას-875-837-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-893-851-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2014
- საქმე №ას-979-920-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2012
- საქმე №ას-624-587-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №330210015001070940 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330210016001350376 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330210018002388397 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330210018002702301 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №200210017002118343 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №080210018001890441 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №050210018002417646 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330210016001503158 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330210016001520214 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330210016001343866 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №110210117001978006 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №330210016001377915 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №200210017001963520 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №330210016001502470 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2018
- საქმე №050210018002300867 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №330210015001160509 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.05.2018
- საქმე №330310017001951384 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №050210017001858617 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 101-დან.