1. დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლისთვის არაპროპორციულ ხარჯებს არ წარმოშობს.
3. თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-45-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
…კანონიერება. 3.5. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება…
საქმე №ას-537-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
…(სშკ-ის 38.8 მუხ.). 5. 2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის…
საქმე №ას-941-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
…მოპასუხის მხრიდან მაგისტრატურაში სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაეუმჯობესებინა ამ უკანასკნელისთვის სამუშაო მდგომარეობა, რაშიც იგულისხმება დასაქმებულის თანამდებობრივად დაწინაურება და შრომის ანაზღაურების გაზრდა. 13. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უნდა უწყობდეს დასაქმებულის პროფესიულ განვითარებას. 14. საქართველოს შრომის კოდექსის…
საქმე №ას-949-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2021
…3 დეკემბერს, 4 დეკემბერს და 5 დეკემბერს. 25. სშკ-ის (2018 წელს მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად კი (2) მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. (3) მხარეთა…
საქმე №ას-715-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
…იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, მისი ყოველთვიური ხელფასის - 600 ლარის (დაუბეგრავი ოდენობით) გათვალისწინებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის მე-2, 22-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე და 115-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით…
…დაკლასიფიცირდა მომსახურების გაწევად. აქვე აღსანიშნია, რომ მითითებული ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები ვერ იქნებოდნენ თანამშრომლები, რადგან ისინი ვერ და არ სარგებლობდნენ შრომის კოდექსის 21-ე მუხლით (მივლინება), 22-ე მუხლით (პროფესიული განვითარების ხელშეწყობა), 24-ე მუხლით (სამუშაო დროის ხანგრძლივობა), 27-ე მუხლით (ზეგანაკვეთური სამუშაო), ამავე კოდექსის VI თავით (შვებულება).…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 22, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია