1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი წელიწადში 45 კალენდარულ დღეს არ აღემატება.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტება მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯი.
5. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1152-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…წლის 01 ოქტომბერს ნამდვილად მოხდა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება, მაგრამ არა იმ საფუძვლით, რომ დასაქმებული სექტემბრის თვეში ნამდვილად კუთვნილ შვებულებაში იყო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად აანაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება. 21.5.…
საქმე №ას-40-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
…დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი…
საქმე №ას-1479-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
…დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი…
საქმე №ას-521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
…2020 წელი). 31. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 7.5 მუხლის თანახმად, შვებულებაში გასვლის, მისი გამოყენებისა და გადატანის წესი რეგულირდება დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის შინაგანაწესით; ხოლო, შრომის შინაგანაწესის 21.3 და 21.6 მუხლების თანახმად, შვებულების შესახებ უნდა ეცნობოს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს, რომელსაც წარედგინება დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელისა…
საქმე №ას-943-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
…საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე 2020 წლის 14 იანვრიდან 27 იანვრამდე იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში. მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2020 წლის 1 მაისს. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად ისარგებლა…
საქმე №ას-537-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-425-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ბს-290(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-866-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
საქმე №ას-456-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
საქმე №ბს-172(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2020
საქმე №ბს-1061(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
საქმე №ას-1089-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
საქმე №ას-1558-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2020
საქმე №ას-1616-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2020
…შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკლასიფიცირდა მომსახურების გაწევად. აქვე აღსანიშნია, რომ მითითებული ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები ვერ იქნებოდნენ თანამშრომლები, რადგან ისინი ვერ და არ სარგებლობდნენ შრომის კოდექსის 21-ე მუხლით (მივლინება), 22-ე მუხლით (პროფესიული განვითარების ხელშეწყობა), 24-ე მუხლით (სამუშაო დროის ხანგრძლივობა), 27-ე მუხლით (ზეგანაკვეთური…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 21, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-21/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია