1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს.
2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.
4. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.
5. დამსაქმებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გონივრული მისადაგების ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვითა და შესრულებით.
6. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ამ კანონს, ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი V.სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(54)
- საქმე №ას-1446-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
…მითითება, არამედ იგი უნდა შეფასდეს სშკ-ის 37-ე (ძვ. რედაქცია) მუხლის საფუძველზე (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი; რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი; 23-ე მუხლის კომენტატორი თამარ ხაჟომია; გვ. 275-282). 16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი…
- საქმე №ას-222-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
…რეგულაციაზე მითითება, არამედ იგი უნდა შეფასდეს სშკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე.“ (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი; რედაქტორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე, ქეთევან მესხიშვილი; 23-ე მუხლის კომენტატორი თამარ ხაჟომია, გვ.275-282; 2023; <“https://newvision.ge/geo/publications/>). 32.2.3. საქმეში წარმოდგენილი დამსაქმებლის შინაგანაწესის 20.3…
- საქმე №ას-180-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
…განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადები, რომელიც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე მითითებს, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. 51. რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური ღონისძიებების გატარების ვადებს, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,ზ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს…
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…არის კაბალური, მნიშვნელოვნად არღვევს დასაქმებულის შრომის უფლებას და უპირისპირდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განმტკიცებულ ძირითად პრინციპებს; 26.4. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 30-ე მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და…
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
…სამსახურიდან გათავისუფლდა ობიექტური გარემოების შედეგად. 12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის…
- საქმე №ას-732-732-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1611-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
- საქმე №ას-1090-1010-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2018
- საქმე №ას-558-558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2018
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-333-318-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2015
- საქმე №ას-750-704-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2012
- საქმე №ას-698-655-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2012
- საქმე №190210016001470523 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №330210015001070940 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330210016001350376 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330210016001647190 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №080210018001890441 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №050210018002417646 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330210017001992655 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.10.2018
- საქმე №110210117001978006 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №330210016001377915 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №050210018002300867 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №080210019003198732 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210019003078847 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №080210017001965367 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330210017002184620 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210017002143566 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330210019002822956 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2019
- საქმე №330210018002710375 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330210017002131362 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210017001854157 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210018002760189 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330210016001373446 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330210018002747090 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 54-დან.