მუხლი 33. ანაზღაურებისგარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება
თავი VI — შვებულება
ანაზღაურებისგარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ან ოჯახური პირობების გამო, გაფრთხილება შეუძლებელია.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ას-272-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…დამსაქმებელს ელექტრონულად გაუგზავნა განცხადება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობა 2022 წლის 14 იანვრიდან 23 იანვრამდე, რის პასუხადაც, მას 2022 წლის 24 იანვრის წერილით განემარტა შრომის კოდექსის 33-ე მუხლისა და შრომის შინაგანაწესის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად შვებულებაში გასვლის პროცედურა. აქვე, დამსაქმებელმა დასაქმებულს მოუწოდა სამსახურში…
საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…მიერ გაწეული ხარჯის დასაქმებულისათვის დაკისრება, მით უფრო დასაქმებულის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, არ შეიძლება განხილულ იქნეს ადეკვატურ და კანონშესაბამის ქმედებად. ამასთან, აღსანიშნავია იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის…
…და მეოთხე პუნქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 32-ე მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის,,ა’’,,,ბ’’,,,გ’’ და,,მ’’ ქვეპუნქტები, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 383 მუხლის და 384 მუხლის პირველი პუნქტის,,ა’’ ქვეპუნქტი. - დასაქმებულთან შრომითი…
…შეწყვეტის საფუძველი იყო შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევა და დამსაქმებელს აღნიშნულის გათვალისწინებით გააჩნდა დასაქმებულისათვის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი, მოსარჩელეს, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსის 33-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე უნდა, განეხორციელებინა თებერვლის ხელფასის დაქვითვა ჯარიმის ანგარიშში, რომელიც მოპასუხეს ჩაერიცხა დაქვითვის გარეშე.…
…ნორმის მიხედვით, კუთვნილი საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა ორგანიზაციის ვალდებულებაა და ამ ვალდებულების არსებობის გამო ორგანიზაციის დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია. 15. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 33, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-33/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია