მუხლი 29. სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლება
თავი V — სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო
1. ორსულ ქალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი დრო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთვის, თუ ეს გამოკვლევა სამუშაო დროის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
2. ორსულ ქალს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს). რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას, შრომის კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს…
…მხარე - ცენტრი კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს არ წარმოადგენდა (ნორმაში ჩამოთვლილი სუბიექტები), ხოლო სპეციალური კანონის ზემოთ მოხმობილი ნორმებით მოწესრიგებულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის ორგანიზაციული საკითხები. დასახელებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული…
…მათზე მითითებით დამატებით აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით. იმავე კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზრაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,…
…შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს). რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას, შრომის კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს…
…შესახებ. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას სოციალური გარანტიების, ანაზღაურებადი შვებულების ( საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი, VI თავი), ავადმყოფობის შვებულების ან სამედიცინო შემოწმების გავლის უფლების შესახებ ( საქართველოს შრომის კოდექსის 29-ე მუხლი). ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას მომსახურების შეუსრულებლობისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ხელშეკრულებით…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 29, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-29/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია