მუხლი 25. ცვლაში მუშაობისთვის განსაზღვრული სამუშაო დრო
თავი V — სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო
1. თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/სამუშაო პროცესის უწყვეტ 24-საათიან რეჟიმს, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.
2. ცვლაში მუშაობა არის სამუშაო დროის ორგანიზების მეთოდი, რომლის მიხედვით, დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოზე თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს განსაზღვრული გრაფიკის, მათ შორის, როტაციული გეგმის, შესაბამისად, ისე, რომ შესაძლებელი იყოს წარმოების/სამუშაო პროცესის დასაქმებულისთვის დადგენილ სამუშაო კვირის ხანგრძლივობაზე მეტ ხანს გაგრძელება.
3. მიმდევრობით ორ ცვლაში მუშაობა აკრძალულია.
4. ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორე ცვლაში გადასვლა განისაზღვრება ცვლების განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. დასაქმებულს ცვლების განრიგის ცვლილების შესახებ უნდა ეცნობოს არანაკლებ 10 დღით ადრე, თუ, უკიდურესი საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი არ არის.
5. სამთო-მომპოვებელ სფეროში სამუშაო დროის რეგულირების წესს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ას-115-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
…მოსარჩელე უწყვეტად ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წინა წლის - 2019 წლის შვებულების მომდევნო წელს გადატანის ფაქტი. შესაბამისად დგინდებოდა, რომ დასაქმებულს არ უსარგებლია საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებით, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. 7.23. ზეგანაკვეთური…
საქმე №ას-537-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
…(სშკ-ის 38.8 მუხ.). 5. 2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების…
…ანაზღაურების გამოყენების საშუალებას. ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. 58. საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. 59. ზემოაღნიშნული კანონის…
…საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ…
…გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტი, დამსაქმებლის დებულების მე-5 მუხლის „კ“, „მ“ და „ხ“ ქვეპუნქტები, ასევე, შინაგანაწესის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და 25-ე მუხლის „ა“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები დაედო საფუძვლად. 7. 2015 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ…
საქმე №ას-45-45-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 25, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-25/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია