1. თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. არასრულწლოვანის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა აკრძალულია.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
მთავარი მონაცემები
ვადა2 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-239-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…პირველი მოპასუხის, როგორც მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირის, პასუხისმგებლობის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელის, ჯ.დ–ის კანონსაწინააღმდეგო მითითებებს, რითაც დაარღვია იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების…
საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
…წყაროს მფლობელს ეხებოდა, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავდა. ამასთან, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობა 65%-ით იყო შემცირებული, აღნიშნული პალატის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს…
საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
…წყაროს მფლობელს ეხებოდა, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავდა. ამასთან, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობა 65%-ით იყო შემცირებული, აღნიშნული პალატის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს…
საქმე №ას-1582-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ზ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნას, მისთვის 2019 წელს და 2020 წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად…
საქმე №ას-137-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
…განმახორციელებელი პირისთვის გადაცემას, არამედ მოსარჩელის ფილიალში არსებული ძვირფასეულობის ბანკში გადატანას, არ შეიძლება ყოფილიყო დასაქმებულის ვალდებულება. 10.8. აღნიშნული დასკვნა, სააპელაციო პალატის შეფასებით, გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის…
საქმე №ას-764-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2022
საქმე №ას-801-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
საქმე №ას-247-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 35, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-35/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია