1. უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე − იმედის დღე;
ი1) 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
3. ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. დამსაქმებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო, ამ კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასვენების დღეს შეასრულოს.
4. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის ორგანული კანონი №4455 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
თავი VI.შვებულება
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(86)
- საქმე №ას-1535-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2026
…სოლიდურია და ესაჭიროება ვადა თანხის აკუმულირებისთვის. პალატა აღნიშნავს, რომ უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის N563 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში –…
- საქმე №ბს-746(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
…მიმღების ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.13). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 07-დღიანი ვადის დენა დაიწყო 12.04.2025 წელს და ამოიწურა 22.04.2025 წელს, რამეთუ ხარვეზის შევსების ბოლო დღე (18 აპრილი) იყო საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი პარასკევი, რომელსაც მოსდევდა ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სხვა სააღდგომო…
- საქმე №ას-426-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, ვინაიდან „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის 441-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში…
- საქმე №ას-241-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
…ასლი 13 იანვარს ჩაიბარა, ვერ გაიზიარებს. 22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში –…
- საქმე №ას-1564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
…და ჩაბარდა შვილს ჯ. გ–ძეს 2024 წლის 24 დეკემბერს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში –…
- საქმე №ა-7440-შ-178-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2025
- საქმე №ას-495-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2024
- საქმე №ას-1584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-1518-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1043-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ბს-1337(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-1360(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-1104(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2023
- საქმე №ას-955-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-429-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ბს-105(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2022
- საქმე №ბს-596(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №ბს-249(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ბს-267(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-270(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ბს-318(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1649-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2019
- საქმე №ას-945-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ას-627-627-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-118-118-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2018
- საქმე №ას-1188-1108-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ას-1038-958-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ას-227-216-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-333-312-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-24-22-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ბს-651-644(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2017
- საქმე №ას-1052-1013-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2017
- საქმე №ას-571-546-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2016
- საქმე №ას-278-264-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-138-134-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 86-დან.