გადაწყვეტილება №25216/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25216/2/2025
12 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 23.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25216/2/2025).
დავის საგანი:
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე (გაცემამდე)
საქმიანობისათვის დაკისრებული ჯარიმა.
სადავო თანხა:
ჯარიმა - 15 692.29 ლარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №CB1740119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9263 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №5741 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19-03/543 ნებართვის მფლობელის, საწარმოს სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმება. შემოწმდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხი.
შემოწმების შედეგები გაფორმდა 2025 წლის 16 აპრილის შემოწმების აქტში N03-10. დადგინდა, რომ კომპანია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N--- ნებართვის საფუძველზე, 2025 წლის 5 იანვრიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით მართავდა წამახალისებელი ნიშნის გაცემის მოთხოვნით განაცხადი, ელექტრონული ფორმით შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა 2025 წლის 31 მარტს (ID ---); აღნიშნულ განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემდგომ, 2025 წლის 1 აპრილს წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული განაცხადი ID ----), ხოლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცა 2025 წლის 1 აპრილს. მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემამდე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 31 მარტის NCB1740119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (15 692.29 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, მე-7 მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლით, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, მიუთითა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა აწესებს პასუხისმგებლობას არა საგადასახადო კოდექსით, არამედ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის. ხოლო „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურმა დამატებით მიუთითა „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი.
ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, მოსაკრებელი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გადაიხდება კონკრეტული საქმიანობის განხორციელების, სარგებლობის უფლების მინიჭებისა თუ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის.
მოსაკრებელი, გადასახადისგან განსხვავებით, სასყიდლიანი და ეკვივალენტური ხასიათის მქონე გადასახდელია. გადამხდელს საქმიანობის უფლება წარმოეშობა მოსაკრებლის ნიშნის მოპოვების შემდეგ. შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „---“ (ს/ნ ---) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №--- ნებართვის საფუძველზე, 2025 წლის 5 იანვრიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით მართავდა წამახალისებელი გათამაშების მესამე ეტაპს, ხოლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით განაცხადი, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2025 წლის 31 მარტს (განცხადების ხარვეზი გამოასწორა 2025 წლის 1 აპრილს), ხოლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაცემულ იქნა 2025 წლის 1 აპრილს. შესაბამისად, დგინდება რომ შპს „---“ (ს/ნ ---) მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემამდე, წამახალისებელი გათამაშების მესამე ეტაპს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე აწყობდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეგლამენტით „წამახალისებელი გათამაშების“ ბილეთების დაგროვება იწყებოდა 2025 წლის 5 იანვარს, ხოლო 6 იანვარს 17:00 საათზე უნდა გამოვლენილიყო პირველი გამარჯვებული შპს „---ის“ ფეისბუქ გვერდზე (----), პირდაპირ ეთერში. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ ყოფილა ზუსტი დრო განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის შესახებ და ამასთანავე არ იცოდა რომ მოსაკრებლის თანხა გადაგეხადა ბილეთების დაგროვების დაწყებამდე, მოსაკრებლის თანხა 15692,23ლ გადაიხადა 6 იანვარს წამახალისებელი გათამაშების დაწყებამდე. საერთოდ არ გვქონია მიზანმიმართული განზრახვა თანხის დადგენილ ვადებში არ გადახდის შესახებ, ამასთანავე ამ ქმედებით ბიუჯეტისთვის ზარალი არ მიუყენებია. სამწუხაროს ისე დაემთხვა, რომ 2025 წლის 1-2 იანვარი არასამუშაო დღეები იყო, ასევე არასამუშაო დღე იყო 4 და 5 იანვარი (შაბათ-კვირა) საახალწლო დასვენებების შემდეგ მუშაობა განაახლა 6 იანვრიდან და შესაბამისად უფლება გვქონდა თანხა ჩაერიცხა უქმე დღეების მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 2025 წლის 6 იანვარს.
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. ანალოგიურად რეგულირდება ვადები საგადასახადო სამართალშიც, კერძოდ საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოქმედება რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, 1 და 2 იანვარი ახალი წლის სადღესასწაულო დღეებია და შესაბამისად უქმე დღეებადაა გამოცხადებული. ასევე აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის დადგენილება N441 უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ. ამ დადგენილების შესაბამისად 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციული ორგანოებიც არ მუშაობდნენ.
ამგვარად, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის არ დაკმაყოფილების საფუძვლად „სათამაშო ბიზნესის მოსაკრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მითითება მოკლებულია კანონიერ საფუძველს. არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და მოვალეობას მუდამ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ახორციელებდა. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლებას. ასევე ითხოვს დავის განხილვა განხორციელდეს მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რადგან მაქსიმალურად დეტალურად მოახდინოს არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ვერბალურად გაცნობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო 4 ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროსთვის ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეული სალაროს მოწყობის უფლებას. საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით იწვევს დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 3.06.2025 წლის 46359-21-11 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ წამახალისებელი გათამაშების მოცემული ეტაპი შემოსავლების სამსახურის მიერ შეთანხმებულ იქნა 2024 წლის 30 დეკემბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით, შპს „---“ (ს/ნ ---) ეტაპს იწყებდა 2025 წლის 5 იანვრიდან, შესაბამისად, ნებართვის მფლობელს გააჩნდა საკმარისი ვადა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დროულად გადასახდელად.
ამასთან, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 08 მაისის N9263 ბრძანებით, შპს „---ს“ (ს/ნ ---) უარი ეთქვა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის N CB1740119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე, რომელიც ეხებოდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ წამახალისებელი გათამაშების მესამე ეტაპის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე მოწყობას და არა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაგვიანებით გადახდას. რაც შეეხება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაგვიანებით გადახდას, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს.
შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებული წამახალისებელი გათამაშების მესამე ეტაპი მიმდინარეობდა 2025 წლის 5 იანვრიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---“ (ს/ნ ---) 2025 წლის 5 იანვრიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით ვალდებული იყო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადაეხადა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე, რაც ნებართვის მფლობელის მიერ არ შესრულებულა. (ნებართვის მფლობელის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადახდილი იქნა 2025 წლის 6 იანვარს).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები) და „კ“(შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაზედაც, შპს „---“ (ს/ნ ---) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის N7279 ბრძანების საფუძველზე დაჯარიმებულ იქნა 1000 (ათასი) ლარით.
საჩივარში დაფიქსირებულ პოზიცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადახდის არ ცოდნის შესახებ, უსაფუძვლოა, ვინაიდან შპს „---ს“ (ს/ნ ---) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის N---- ნებართვის საფუძველზე, წამახალისებელი გათამაშების პირველი და მეორე ეტაპები ჩატარებული აქვს 2024 წლის 26 ივნისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და 2024 წლის 9 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდებშიც, რა დროსაც, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები გადახდილ იქნა წამახალისებელი გათამაშების ეტაპების დაწყებამდე და ასევე განცხადებები, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა მოცემული ეტაპების დაწყებამდე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის 3.06.2025 წლის 46359-21-11 წერილით მოწოდებულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი საჩივარში არგუმენტს წარმოადგენს იმ საკითხზე, რომელიც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს, კერძოდ, არგუმენტს წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაგვიანებით გადახდაზე და არა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე საქმიანობაზე, რაც განსახილველი (სადავო) საკითხია.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს სადავო საკითხზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე (გაცემამდე) საქმიანობისათვის ჯარიმის დაკისრება მართებულია.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9263 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციისაგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე (გაცემამდე) საქმიანობისათვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემამდე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (15 692.29 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციისაგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (3); 269 (7); 276.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები) და „კ“(შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები) ქვეპუნქტები.