მუხლი 276. სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა
თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012
მთავარი მონაცემები
განაკვეთი100 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 276. სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
…№... ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება №6947/2/2018 საჩივარზე. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2018 წლის 2 აპრილს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 1 368 000 ლარით, იმ მოტივით, რომ 2018 წლის მეორე კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არ იქნა…
საქმე №ბს-92(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
…შემოწმება შეუძლებელია. კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „კ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე, 271-ე, 273-ე, 276-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და…
საქმე №ბს-525(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…ის გარემოება, რომ შესამოწმებელმა პირმა 2014 წლის მაისის თვეში წამახალისებელი გათამაშების პრიზის ფორმით გასცა ნივთმოგება. აღნიშნული ითვალისწინებდა შესაბამის ნებართვას და სანებართვო მოსაკრებლის - 15 000 ლარის გადახდას. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე დაჯარიმდა 15 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე არ ეთანხმება დაჯარიმებას და მიუთითებს, რომ საქართველოს…
…საინვესტიციო ქონების, ამავდოულად, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივის ქონების გადასახადით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგებოდა სადავო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. ამასთანავე, აღსანიშნავია სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა იმ ქონების ნუსხას, რომელიც განთავისუფლებული იყო ქონების გადასახადის გადახდისაგან. სადავო შემთხვევაზე არ…
საქმე №ბს-1050(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
…საგადასახადო კოდექსის ნორმა იმგვარად იქნებოდა ჩამოყალიბებული, რომ გადასახადისაგან გათავისუფლდებოდა კავშირგაბმულობის ხაზი შემადგენელი ნაწილებით. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ 2009 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო მიმოსვლის გზები, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო…
…შემოწმდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ( „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგები გაფორმდა 2025 წლის 16 აპრილის შემოწმების აქტში…
…ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობისათვის, მომსახურების დეპარტამენტის 31.03.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 460 ლარის ოდენობით. ხსენებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების…
…თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის…
…გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და არ არის გათვალისწინებული ასეთი მოსაკრებლის არცერთ ობიექტში. თამაშების მიმწოდებელზე არ გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. შესაბამისად, საწარმოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე…
…აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ მე-7 მუხლის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი…
მუხლი 5. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის შემოწმება— მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა