ბრძანება N 25894
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25894
19 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 23 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 23 ივნისის №81869/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №007-124 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება გარკვეული სახის დანადგარების აზარტულ სათამაშო აპარატად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ჩამორთმეული 4 ერთეული აპარატი, არ წარმოადგენს აზარტული თამაშის სათამაშო აპარატს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ეფუძნება არასწორ ფაქტობრივ შეფასებას. მიუთითებს, რომ აპარატების ფაქტობრივ ჩამორთმევამდე და კამერალური საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე გადამხდელს ჩატარებული აქვს აპარატების ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა შპს „---მ", (A კატეგორიის ინსპექტირების ორგანო) და აღნიშნული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აპარატები არ წარმოადგენს აზარტულ სათამაშო აპარატებს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2021 წლის 3 სექტემბრის №--- ინსპექტირების ანგარიში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3672 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ივნისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №12058 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის 19 ოქტომბერი 2023 N 25894 მიხედვით გადამხდელს ვალდებულება განესაზღვრა სულ 494 650 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 210 400 ლარი, ჯარიმა 210 400 ლარი და საურავი 73 850 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შესაბამისი ნებართვის გარეშე ქ. ----ში, ე.წ. „---ს“ ტერიტორიაზე, ე.წ. ---ში განთავსებული ჰქონდა 4 ცალი აზარტული თამაშობების სათამაშო აპარატი და ახორციელებდა აზარტული თამაშობების საქმიანობას. საწარმო რეგისტრირებულია 2021 წლის 21 ივნისს. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით საწარმო ზემოაღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის სექტემბრიდან (წარმოდგენილია კომპანიის იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც სათამაშო აპარატები 2021 წლის 1 სექტემბრიდან აქვს იჯარით აღებული ამ მისამართზე), საწარმოს არ აქვს აზარტული საქმიანობის განხორციელების ნებართვა და არ აქვს გადახდილი შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლები. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის დადგენილება №277-ის მიხედვით პირს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი პირველ საანგარიშო პერიოდზე წელიწადში 200 000 ლარის ოდენობით, ასევე „---ზე“ ქალაქ ---ის საკრებულოს დადგენილება №21- ის (2016 წლის 29 დეკემბერი ---) მიხედვით პირს დაეკისრა მოსაკრებელი თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 2 600 ლარის ოდენობით (2021 წლის სექტემბრიდან ამავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 1 საანგარიშო პერიოდზე 4 სათამაშო აპარატზე, თოთოეულზე კვარტალში 10 400 ლარის ოდენობით). ამასთან, ორივე ზემოხსენებულ მოსაკრებლიდან გამომდინარე პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სათამაშო აპარატი არის ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა მიმდინარეობს, რომელზედაც თამაში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია და რომელიც რამდენიმე სათამაშო ადგილისგან შედგება, იმდენ სათამაშო აპარატად მიიჩნევა, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება იგი (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), რომლის მეშვეობითაც ერთი სახეობის რულეტით ან/და რამდენიმე სახეობის რულეტით თამაშობა მიმდინარეობს). ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონი არის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კერძოდ, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით.
„სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ 2011 წლის 12 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №277-ის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთია თვითმმართველი ქალაქი ---ს ტერიტორიაზე – 200 000 ლარი. „ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის ქალაქ ---ის საკრებულოს №21 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოღებულ იქნა ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდა მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს აზარტული საქმიანობის განხორციელების ნებართვის გარეშე ქ. ---ში, განთავსებული ჰქონდა 4 ცალი აზარტული თამაშობების სათამაშო აპარატი და ახორციელებდა აზარტული თამაშობების საქმიანობას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს გადახდილი შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს საგადასახადო შემოწმების პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის 4 ერთეული აპარატი წარმოადგენს აზარტული თამაშის სათამაშო აპარატს და შესაბამისად განეკუთვნება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანებართვო საქმიანობას. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება გარკვეული სახის დანადგარების აზარტულ სათამაშო აპარატად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3672 ბრძანების საფუძველზე საწარმოს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ივნისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №12058 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის 19 ოქტომბერი 2023 N 25894 მიხედვით გადამხდელს ვალდებულება განესაზღვრა სულ 494 650 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 210 400 ლარი, ჯარიმა 210 400 ლარი და საურავი 73 850 ლარი.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 276.