სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
210040000.10.003.016437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110714012, 14/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დადგინდეს თანდართული „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური  განაკვეთები“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

 

 

დანართი

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი;

ბ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი;

გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორი ებ ზე – 50 000 ლარი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2011.
როდის იქნა მიღებული „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“?
„სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ მიღებულია 12.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №277. სარეგისტრაციო კოდი — 210040000.10.003.016437.
რამდენი მუხლისგან შედგება „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“, №277, 12.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 210040000.10.003.016437 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1405037/