„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.132.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 15/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

ე.ა) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონა­გებ­ის              20 %;

ე.ბ) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 18 000 ლარი კვარტალში;

ე.გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2000 ლარი კვარტალში;

ე.დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარი;

ე.ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე.ვ) სისტემურ - ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია–ქ. ბათუმში სათამა­შო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნეს­ის სახეობის მიხედვით და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისათვის განისაზღვრე­ბა:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარი;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

ვ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          გ. კირთაძე