„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №35
2012წლის 26 ივნისი
ქ . ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის№1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი.“.
ბ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ე.თ“ ქვეპუნქტი:
„ე.თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამორინეს მაგიდა, აზარტული კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი;“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „თ“ პუნქტი:
„თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე