მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.05.2011 ბოლო ცვლილება 27.11.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.016382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110527010, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8მუხ­ლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლე­ბა­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის„ზ“ქვეპუნქტისა და მე-6მუხლის შესაბამისად დამ­ტ­კიცდეს:

1. დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორ­­მე­ბის შე­სახებ (დანართი  №1).

2. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (და­ნარ­­თი  №2).

   მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა­კარ­გუ­ლად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივ­ლისის №211 დადგენილება „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

  მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მი­სი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სა­მართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი  №1

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის

ნორმების შესახებ

   მუხლი 1

დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორ­მე­ბის შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მი­ღე­­ბასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუ­­ნებრივი დანა­კარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომ­ლე­ბიც გამოიყენება მხო­ლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი და­ნაკ­ლისის შემთხვევაში. 

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერ­მი­ნ­ებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა–მარ­ცვლე­უ­ლის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გა­მო­წ­ვეულია სა­საქონლო სატრანსპორტო და შენახვა-გა­და­მუ­შა­ვების ოპერაციე­ბი­ს­თვის თანმხლები ფიზიკური და ბი­ო­ლო­გი­ური პროცესებით, მარ­ცვლე­ულის შრობისა და მე­ტეო­რო­ლო­გი­უ­რი ფაქტორებით, რომლებიც გამოიანგარიშება პროცენ­ტუ­ლად, მარცვლეულის საერთო წო­ნის გა­თვალისწინებით;

ბ) მარცვლეული–მცენარეული კულტურების ნაყოფები, რომ­ლებიც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნე­ბისა­თვის;

გ) ხორბალი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება1001სასაქონლო პოზი­ცი­აში;

დ) ჭვავი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება10020000000სასაქონლო პო­­ზი­ციაში;

ე) ქერი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­სა­ბამისად კლასიფიცირდება100300სასაქონლო პო­ზი­ცი­ა­ში;

ვ) შვრია–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესა­ბამისად კლასიფიცირდება10040000000სასაქონლო პო­ზიციაში;

ზ) სიმინდი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება1005სასაქონლო პო­ზი­ცი­აში;

თ) ბრინჯი–მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება1006სასაქონლო პო­ზი­ცი­აში;

ი) სორგო მარცვლოვანი–მარცვლეულის სახეობა, რო­მ­ე­­ლიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება100700სა­სა­ქონ­ლო პოზი­ციაში;

კ) წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი, დანარჩენი მარ­­ცვლეული–მარცვლეულის სახეობები, რომლებიც სეს ესნ-ის შესა­ბამისად კლასიფიცირდება1008სასაქონლო პო­ზი­ცი­­აში;

ლ) ელევატორი–მარცვლეულის საცავი, აღჭურვილი მე­ქა­ნი­კური მოწყობილობით, მარცვლეულის მიღების, გა­წ­მენ­დის, შრობისა და გადატვირთვისათვის;

მ) სილოსი–კოშკის ან ორმოს ტიპის ნაგებობა, რო­მ­ე­ლიც გა­მოიყენება მარცვლეულის შესანახად;

ნ) საერთაშორისო გადაზიდვები–გადაზიდვები, რომელ­თა მარშრუტი გადაკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზ­ღ­ვარს;

ო) ქვეყნის შიგნით გადაზიდვა–ტვირთის გადაზიდვა (არ­ა­ნაკლებ200კმ მანძილზე), რომელიც დატვირთულია მო­ცე­მუ­ლი (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექ­ვემ­დე­ბარება ჩა­მოტვირთვას იმავე (საქართველოს) სახელმწიფოს ტე­რიტორიაზე.

    მუხლი 3

აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუ­­ნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქ­­­ტის დად­გენამდე.

   მუხლი 4

დანაკარგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლეულის სა­ზ­ღ­ვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გა­და­ზი­დ­­­­ვისას და ელევატორის სილოსებში შენახვისა და სა­ელ­ე­ვა­­ტო­რო პროცესებისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპ­­ერ­ა­ცი­ის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონ­კრე­ტუ­ლი დანაკარგის ნორმის გამ­რავლებით მარცვლეულის წო­ნაზე.

დანართი  №2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

 

 №

 

ბუნებრივი დანაკარგის სახეები

დანაკარგის ნორმა

(%-ში მასიდან)

1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა სა­ერთა­შორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკი­ნი­­გზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

0.29-მდე

2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვე­­ყ­ნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და სა­ავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეად­გენს

 

0.1-მდე

3

მარცვლეულის შენახვისას ელევატორის სი­ლო­სებსა და საელევატორო პროცესში და­ნა­კარ­­­გის ნორ­მა შეადგენს

 

0.35-მდე