თავი XL — საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, −
იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018
მთავარი მონაცემები
განაკვეთი5 პროცენტის
განაკვეთი10 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 274. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა 1. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა – იწ, თუ ვადის გადაცილევბის პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ . 2. საგადასახადო ორგვიანებულოში სრულ/არგადასრულ თვახადო დეზე (კლარაციის/გაანგარული თვშეების წარდგენისთვის საქართ თვედ ჯლოს სამგადება). სამხასთდო კანავე, ონმთდებლობით დადგენილი ვადის დანრღვებვა, თუ ვადის გადაცილების პერიოდზი 2 თვე გს აღემოანგტება, − იწვევს დაჯარიშმებული ას ანქმ დეკლარაციის ჯ/გამური თანხგა არ უნდა აღიშემბის სატფუძვებოდლზეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 3010 პროცენტს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზენაკლეობით. 3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ბს-851(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…მე-4 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ ი/მ ნ... არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მისი საქმიანობა…
საქმე №ბს-1025(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
…დაერიცხა 17423 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა 13402 ლარს, ხოლო ჯარიმა - 4021 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, გადასახადის დარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ჯარიმის საფუძვლად კი ამავე კოდექსის 274-ე მუხლი, თუმცა არ იყო მითითებული ფაქტები/გარემოებები, რაც მოსარჩელის მიმართ აღნიშნული მუხლების გამოყენების წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო. მოსარჩელის…
საქმე №ბს-910(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2020
…პირისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) საკუთრებაში არსებული მიწა, ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. ამავე კოდექსის 274.13 მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან…
საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
…მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის…
…გადატანილი იქნა ”საქ. ავეჯის მაღაზიის” პირადი ბარათიდან (ტ.1. ს.ფ. 200; სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997 წლის 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლისა და 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადის გამოანგარიშება ხდებოდა მიწის წლიური საბაზრო…
…23 908 ლარი, რაც გამოწვეულია მათი შეცდომით/არცოდნით. მიუთითებს, რომ მარტის თვის დეკლარაციის დაზუსტების მაგივრად გადასახადი ასახეს აპრილის თვის დეკლარაციაში, კუთვნილი გადასახადი გადაიხადეს კეთილსინდისიერად, თუმცა დაარღვიეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ საქართველოს საგადასახადო…
…ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“…
…მიერ დაგვიანებით, 2026 წლის 24 მარტს, წარმოდგენილ იქნა 2025 წლის ივნისის აქციზის გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე 2026 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 9 ლარის ოდენობით. გადამხდელმა 2026 წლის 21…
…დეკლარაცია და დაირიცხა გადასახადი. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა (73 699.05 ლარის) ოდენობით. ასევე, საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მომჩივანს…