მუხლი 268. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა
თავი XXXVIII — საგადასახადო შემოწმება
1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
3. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
4. საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
5. თუ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისთვის სანქციის გამოყენების არსებულისაგან განსხვავებულ პრინციპს/მეთოდს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია მიმართვიდან არა უგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსთვის.
კარი XIII
საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
თავი XXXIX
ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 268. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა 1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. 3. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. 4. საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. 5. თუ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისთვის სანქციის გამოყენების არსებულისაგან განსხვავებულ პრინციპს/მეთოდს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია მიმართვიდან არა უგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსთვის. კარი XIII. საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XXXIX. ზოგადი დებულებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(66)
საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე…
საქმე №ბს-1291(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2025
…მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოს ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხვების შესახებ გადაწყვეტილებისა და საგადასახადო მოთხოვნის ერთობლივად…
საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…გასაჩივრების ვადა უნდა დაწყებულიყო სწორედ აღნიშნული თარიღიდან - 2014 წლის 28 სექტემბრიდან. კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 61-ე, 64-ე, 268-ე, 299-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელის მიმართ, უკავშირდება საგადასახადო მოთხოვნას.…
საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე…
საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 126-129-ე მუხლებზე, 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 262-ე, 267-ე, 268-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული,,საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ…
საქმე №ბს-1019(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2024
საქმე №ას-579-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-1180-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
საქმე №ბს-554(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
საქმე №ბს-691(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
საქმე №ბს-1282(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
საქმე №ბს-428(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ბს-1308(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
საქმე №ბს-251(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2020
საქმე №ბს-535(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2020
საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
საქმე №ბს-904(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
…სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენილი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის დავალიანებაზე, ჯარიმაზე, ან წარმოადგენს დარიცხული გადასახადის ოფიციალურ შეტყობინებას. საგადასახადო მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო შემოწმების აქტის…
…ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე…
…უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ - ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე…
…მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 267-ე მუხლზე, 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სრულად შესრულებული…