განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001901548
საქმე №3ბ/1302-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური,მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ თ----- ვ---------ე, თ------ ვ---------ე,შპს ,,--------------ი“
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2----–-–------------------ს რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე თ----- ვ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22).
2.2. 2----–-–------------–ის მდგომარეობით ი.მ „თ----- ვ---------ის“ საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენდა, ძირითადი გადასახადი 68038,77 ლარი, ჯარიმა - 21149,52 ლარი და საურავი 24386,13 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------ის შედარების აქტი (ს.ფ.21).
2.3. ი.მ „თ----- ვ---------ეს" გაეგზავნა 2----–-–---------–--ს №----------- საგადასახადო შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულ პროტალზე 2----–-–---------–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------–--ის №----------- საგადასახადო შეტყობინება (ს.ფ.23-24);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.25).
2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2-----–-–-----------------ს №----- ბრძანებით დაინიშნა ი.მ „თ----- ვ---------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2-----–-–-----------–----------დან 2----–-–----------–----–--ამდე პერიოდი, წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში 2------------------------------ წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2----–-–---------------დან 2----–-–----------------ის ჩათვლით.
აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულ პორტალზე 2----–-–---------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ს №----- ბრძანება (ს.ფ.26);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.29).
2.5. შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ი.მ „თ----- ვ---------ეს“ დამატებით დაერიცხა სულ - 436027,71 ლარი, მათ შრის, ძირითადი გადასახადი - 234418 ლარი, ჯარიმა 106653 ლარი და საურავი 94956,71 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.31).
2.6. ი.მ „თ----- ვ---------ემ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2-----–-–---------------ის №------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №--- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი სახეობების მიხედვით, ხოლო შემმოწმებელს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და მის მიერ წარდგენილი იდენტიფიცირებული საშუალო ფასნამატი გაევრცელებინა დოკუმენტურად დაუდასტურებელ რეალიზაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №--- ბრძანება (ს.ფ.32-34).
2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნით ი.მ „თ----- ვ---------ის“ განესაზღვრა სულ 302925,82 ლარი, ძირითადი გადასახადი 167935 ლარი, ჯარიმა 77109 ლარი და საურავი 57881,82 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.35-36).
2.8. ი.მ „თ----- ვ---------ემ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის №----- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში ფასნამატის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ინვენტარიზაციის მასალები), ხოლო აუდიტი დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობისას ეხელმძღვანელა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის მონაცემებით და შესაბამისად, განეხორციელებინა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------ის №----- ბრძანება (ს.ფ.36-38).
2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------–--ის №------- საგადასახადო მოთხოვნით ი.მ „თ----- ვ---------ეს“ დაერიცხა სულ 88782 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 63282 ლარი და ჯარიმა 25500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------–--ის №------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.39-40).
2.10. ი.მ. „თ----- ვ---------ის“ მიმართ გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის №--------- ბრძანება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ პორტალზე გაეცნო იმავე დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.41-43).
2.11. ი.მ. „თ----- ვ---------ის“ მიმართ გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №-------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2----–-–---------------ს.
ი.მ. „თ----- ვ---------ემ“ 2----–-–---------------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს წარუდგინა განცხადება, რომლითაც საგადასახადო ორგანოს აცნობა მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------ის №--------------- აქტით, ყადაღა დაედო: 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სოფელ მ----------ში, ვ------ი (ს/კ 8-----------) და სატვირთო ფურგონს F----------------, სახ. ნომერი ----------.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №--------------- აქტით, ყადაღა დაედო - საკონტროლო სალარო აპარატს-------------, ნომერი: D---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2------–-–----------------ის №-------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ.45);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.46);
- ი.მ. „თ----- ვ---------ემ“ 2----–-–--------------ის განცხადება (ს.ფ.44);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2----–-–---------------ს გამოიცა №--------------- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ.47-48);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის №--------------- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ.49-50).
2.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–------------ის №----------- დასკვნის თანახმად, დაყადაღებული ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 8-----------) და სატვირთო ფურგონის (სახ.ნომერი-------), საერთო ღირებულებამ შეადგინა 42664 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–---------------–ის №----------- დასკვნის მიხედვით, დაყადაღებული - საკონტროლო სალარო აპარატის---------------, ნომერი: D---------, საბაზრო საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–------------ის №----------- დასკვნა (ს.ფ.51-59);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–---------------–ის №----------- დასკვნა (ს.ფ.60-63).
2.13. 2----–-–-------------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „--------------ი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა თ------ ვ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 69-70).
2.14. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–-----------ის №------- წერილის მიხედვით, თ----- ვ---------ე (პ/ნ-------------) და თ------ ვ---------ე (პ/ნ------------) არიან ძმები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–-----------ის №------- წერილი (ს.ფ.71).
2.15. 2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადების მიხედვით, თ----- ვ---------ემ შპს „--------------ს“ მიაწოდა 8875 ლარის ღირებულების საქონელი, მათ შორის: ს-------–-----------------------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 2150 ლარი; ს-------–--------------------------–-------------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 2250 ლარი; ს-------–------------------------------------–------------–-, 5 ცალი, საერთო ღირებულება 1975 ლარი; ს-------–-----------------------------------------------------–-, 5 ცალი, საერთო ღირებულება 1875 ლარი; I--------------------------------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 625 ლარი.
2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადების მიხედვით, თ----- ვ---------ემ შპს „--------------ს“ მიაწოდა 1250 ლარის ღირებულების საქონელი - I--------------------------------------------------------, 5 ცალი.
2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადების მიხედვით, თ----- ვ---------ემ შპს „--------------ს“ მიაწოდა 1200 ლარის ღირებულების საქონელი - ს-------–-----------------------------------------------, 3 ცალი.
2----–-–-----------------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადების თანახმად, თ----- ვ---------ემ შპს „--------------ს“ მიაწოდა 8215 ლარის ღირებულების საქონელი, მათ შორის: ე-–--------–-----------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 475 ლარი; ე-–--------–-----------------------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 550 ლარი; ე-–--------–ი I--------------------------------------------------------, 10 ცალი, საერთო ღირებულება 1250 ლარი; ე-–--------–ი I-------------------------------–----------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 600 ლარი; ს-------–--------------------------–--------------------------------------, 6 ცალი, საერთო ღირებულება 2640 ლარი; ს-------–--------------------------–-----------------------------------, 5 ცალი, საერთო ღირებულება 2700 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.72);
- 2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.73);
- 2----–-–----------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.74);
- 2----–-–-----------------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.75-76)
2.16. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------------ წერილით შპს „--------------ს“ ეთხოვა წარედგინა ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში №--–-----------, №--–-----------, №--–----------- და №--–------------ სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონლის ღირებულების ი.მ „თ----- ვ---------ისათვის“ გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა ანგარიშსწორება, ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება ი.მ „თ----- ვ---------ის“ მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების ოდენობის შესახებ.
აღნიშნულ წერილს შპს „--------------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2----–-–-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2-----–-–---------------ის №------------ წერილი (ს.ფ.77-78);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.79).
2.17. ი.მ „თ----- ვ---------ემ“ 2----–-–------------ს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა იჯარის უფლების შეწტყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: კ----------------–--–-----, ს/კ------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი.მ „თ----- ვ---------ის“ 2----–-–------------ის განცხადება (ს.ფ.83);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.84-86).
2.18. თ------ ვ---------ემ 2----–-–------------ს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს „--------------ის“ იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: კ----------------------–--–-----------, ს/კ------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ------ ვ---------ის 2----–-–------------ის განცხადება (ს.ფ.87);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.88-90).
2.19. შპს „--------------ის“ წარმომადგენელმა 2----–-–----------------–ს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საკონტროლო სალარო აპარატზე (სარეგიტრაციო ნომერი------------) რეგისტრაციის ცვლილება შემდეგი მისამართიდან: გ---------ი, სოფ. ვ------ი, მისამართზე: ი----------------------------–---------–---------------------------------------–--–-------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ------ ვ---------ის 2----–-–------------------–ის განცხადება (ს.ფ.91).
2.20. 2-----–-–-------------ის №----------, 2-----–-–-----------------–ის №---------- და №----------, 2----–-–---------------–ის №---------- შიდა გადაზიდვის ზედნადებების, მიხედით, შპს „--------------ის“ საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა თ----- ვ---------ე ავტომობილით (სახელმწიფო ნომერი-------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-----------ის №---------- შიდა გადაზიდვის ზედნადები (ს.ფ.95);
- 2----–-–---------------–ის №---------- შიდა გადაზიდვის ზედნადები (ს.ფ.92);
- 2----–-–---------------–ის №---------- შიდა გადაზიდვის ზედნადები (ს.ფ.94);
- 2----–-–---------------–ის №---------- შიდა გადაზიდვის ზედნადები (ს.ფ.93).
2.21. 2----–-–---------იდან-2----–-–------------ის ჩათვლით ლ---–------–----–---–ი იყო ი.მ „თ----- ვ---------ესთან“ დასაქმებული პირი. 2----–-–------------დან-2----–-–-------------ის ჩათვლით იგი დასაქმებული იყო შპს „--------------ში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი დასაქმებული პირის საძიებო სისტემიდან (ს.ფ.96-97)
2.22. ი.მ „თ----- ვ---------ე“ ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (--–-------------–ი, ე-–--------–ი, გ--------ა) იმპორტს და რეალიზაციას შპს „--–-----------------“-ზე, შპს „----–-------“, შპს „------“, შპს „------------------, თ-------------------–---–თან, შპს „--–-------------ე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი საბაჟო დეკლარაციების შესახებ (ს.ფ.98);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.100);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.102);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.104);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.106);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.109-110).
2.23. შპს „--------------ი“ ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ე-–--------------, ა-----ე გ--------ა, გ--------ა) იმპორტს დარეალიზაციას შპს „--–-----------------“-ზე, შპს „----–-------“, შპს „------“, შპს „------------------, თ-------------------–---–თან, შპს „--–-------------ე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი საბაჟო დეკლარაციების შესახებ (ს.ფ.99);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.101);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.103);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.105);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.107-108);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.111).
2.24. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------–ის №------ წერილის მიხედვით, შპს „--------------ის“ სახელზე რეგისტრირებული არ არის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. ასევე, არ არის რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის №------ წერილი (ს.ფ.115-116);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------–ის №-------------- წერილი (ს.ფ.119-121).
2.25. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------–ის №------ წერილის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე გ---------ი, სოფელი მ----------ი, ვ------ი, ს/კ8-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2500 კვ.მ რეგისტრირებულია თ----- ვ---------ის (პ/ნ-----------), თ------ ვ---------ის (ს/კ------------), მ----- ვ---------ის (პ/ნ------------) და მ--–------ ვ---------ის (პ/ნ------------) თანასაკუთრების უფლება,თ------ ვ---------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ასევე უძრავ ქონებაზე - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართობი 2501 კვ.მ, მდებარე გ--------ის რაიონი, სოფელი მ----------ი, ს/კ-------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის №------ წერილი (ს.ფ.115-116).
2.26. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------–ის №------ წერილის მიხედვით, თ------ ვ---------ე რეგისტრირებულია შპს „-–------–--ის“ კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრედ და შპს „--------“-ის კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის №------ წერილი (ს.ფ.117-118).
2.27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------–ის №-------------- წერილის თანახმად, თ------ ვ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომობილი A------, სახელმწიფო ნომრით------- და ავტომობილი---------, სახელმწიფო ნომრით--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2----–-–------------–ის №-------------- წერილი (ს.ფ.119-121);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------–ის №--------------- (ს,ფ,122).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.28. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიერ მითითებული იქნა საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და
არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლომ „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განმარტა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)).
„ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე
№ბს-167-165(კ-17)).
სასამართლომ განმარტა, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება - გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.
სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, განმარტა: იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიებს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
მოსარჩელე ითხოვს ი/მ „თ----- ვ---------ე“, თ------ ვ---------ე, შპს „--------------ი“ ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საგადასახადო ორგანო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ი.მ „თ----- ვ---------ის“ მიერ, შემოწმების პერიოდში, საქონლის გადაწერა ძმის ახლადდაფუძნებულ საწარმოზე და შპს „--------------ის“ სახელით იდენტური საქმიანობის განხორციელება იმავე მისამართზე, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რომლის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისაგან თავის ასარიდებლადაც მოქმედებენ ცრუმაგიერი პირები.
სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ი.მ „თ----- ვ-------ეს“ გაეგზავნა 2----–-–---------–--ს №----------- საგადასახადო შეტყობინება გასვლით ი საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულ პორტალზე 2----–-–---------–--ს. ხოლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ს №----- ბრძანებით დაინიშნა ი.მ „თ----- ვ---------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე კი გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა არაერთხელ და რომელიც დაექვემდებარა კორექტირებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------–--ის №------- საგადასახადო მოთხოვნით, რომლითაც ი.მ „თ----- ვ---------ეს“ დაერიცხა სულ 88782 ლარი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი.მ „თ----- ვ---------ის“ მიერ კი შპს „ს----------------ათვის“ საქონლის მიწოდება მოხდა 2-----–-–------------ის №--–------------, 2----–-–----------ის №--–-----------, 2----–-–----------ის №--–----------- და 2----–-–-----------------ის №--–----------- სასაქონლო ზედნადებებით.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი.მ „თ----- ვ---------ის“ მიერ შპს „--------------ისათვის“ საქონლის მიწოდება დაიწყო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების გამოცემამდე და მიწოდების ბოლო ოპერაცია შესრულდა საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნორმატიული რეგულირების საბოლოო მიზანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა, რასაც საგადასახადო ორგანო ვერ ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში.
სასამართლომ მოსარჩელის პოზიციასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ შპს „--------------ის“ მიერ არ მომხდარა ი.მ „თ----- ვ---------ისათვის“ ზედნადებებით შეძენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ საქონლის გადაცემა მოხდა ზედნადებების საფუძველზე.
სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ ხელშეკრულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს მისი კონკრეტული ვალდებულებების შესრულების თავის ასარიდებლად დადებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქონების ნასყიდობის საგნის ღირებულება არ ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რასაც, ასევე, შეეძლო ეჭვის წარმოშობა, რომ ქონების გასხვისება მხოლოდ ქონების „გადამალვის“ მიზნით მოხდა. შესაბამისად, ქონების ნასყიდობის ფასის გადახდის შემდგომაც აღნიშნული თანხით შესაძლებელია საგადასახადო ვალდებულების დაფარვა.
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე საქონლის გადაწერა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების დადასტურების გარეშე, არ ქმნის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თ----- ვ---------ისა და თ------ ვ---------ის მიერ, რომელიც წარმოადგენს 100%-იანი წილის მფლობელს შპს „--------------ისა“, ერთი და იგევე საქმიანობის სფეროს არჩევა და მისი განხორციელება ერთსა და იმავე ადგილას, არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შპს „--------------ი“ 2----–-–-------------ს დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ი.მ „თ----- ვ---------ის“ მიმართ გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებაზე შეტყობინების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე). ამასთან, ი.მ „თ----- ვ---------ე“ და შპს „--------------ი“ ახორციელებდნენ საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციას შპს „--–-----------------“-ზე, შპს „----–-------“, შპს „------“, შპს „------------------, თ-------------------–---–თან, შპს „--–-------------ე“, ერთსა და იმავე პერიოდშიც - 2----–--–- (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერები ს.ფ.100-111). გარდა აღნიშნულისა, ლ---–------–----–---–ი 2----–-–------------დან - 2----–-–------------ამდე დასაქმებული იყო, როგორც ი.მ თ----- ვ---------ესთან, ისე შპს „--------------ში“. სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. კანონის სხვაგვარი გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას.
სასამართლომ, თ----- ვ---------ის მიერ შპს „--------------ის“ საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით (ავტომობილით, სახელმწიფო ნომერი--------), აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომა თავისუფალია, რაც გულისხმობს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალ არჩევას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ფიზიკური პირი უფლებამოსილია დადოს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით, მათ შორის, შრომით ურთიერთობაში შევიდეს სხვა პირებთან. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ----- ვ---------ე და თ------ ვ---------ე არიან ძმები, ვერ ადასტურებს მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობებას, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებას ემსახურება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. ამრიგად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
2.29. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შევიდა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირებისაგან, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რაც საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას ემსახურება. შესაბამისად აპლანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, აღნიშნულს.
დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე თ----- ვ---------ე.2----–-–------------–ის მდგომარეობით ი.მ „თ----- ვ---------ის“ საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენდა, ძირითადი გადასახადი 68038,77 ლარი, ჯარიმა - 21149,52 ლარი და საურავი 24386,13 ლარი.ი.მ „თ----- ვ---------ეს" გაეგზავნა 2----–-–---------–--ს №----------- საგადასახადო შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულ პროტალზე 2----–-–---------–--ს. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2-----–-–-----------------ს №----- ბრძანებით დაინიშნა ი.მ „თ----- ვ---------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2-----–-–-----------–----------დან 2----–-–----------–----–--ამდე პერიოდი, წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში 2------------------------------ წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2----–-–---------------დან 2----–-–----------------ის ჩათვლით.
2----–-–-------------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „--------------ი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა თ------ ვ---------ე.
ი.მ „თ----- ვ---------ე“ ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (--–-------------–ი, ე-–--------–ი, გ--------ა) იმპორტს და რეალიზაციას შპს „--–----------------“-ზე, შპს „----–-------“, შპს „------“, შპს „------------------, თ-------------------–---–თან, შპს „--–-------------ე“. შპს „--------------ი“ ახორციელებდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ე-–--------------, ა-----ე გ--------ა, გ--------ა) იმპორტს და რეალიზაციას შპს „--–-----------------“-ზე, შპს „----–-------“, შპს „------“, შპს „------------------, თ-------------------–---–თან, შპს „--–-------------ე“.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, მიოუხედავად იმისა რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–-----------ის №------- წერილის მიხედვით, თ----- ვ---------ე (პ/ნ-------------) და თ------ ვ---------ე (პ/ნ------------) არიან ძმები, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ი/მ თ----- ვ---------ე, თ------ ვ---------ე, და შპს ,,--------------ი“ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
4.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე