მუხლი 246. გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი · სგკ 246
თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.
2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(401)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 401-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-971(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანებებით აპელანტების (მოსარჩელეების) უფლებები არათანაზომიერად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიზნის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებლად შეიზღუდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებებით მოსარჩელეთა უფლებების…
საქმე №ბს-911(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
განმცხადებელმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ…
საქმე №ბს-794(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
…რომ ავტომანქანქანაზე საკუთრების უფლება მოიპოვება რეგისტრაციის შედეგად. კასატორი მიიჩნევს, რომ ი/მ მ. გ-ის (ს/ნ...) მთელ ქონებაზე, მათ შორის, სადავო ავტომანქანებზე (BMW X5 Vin:..., Lexus 460 Vin:... და Toyota Camry Vin:...) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რადგან ზემოაღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრება არ გააჩნდა.
საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 27 მაისის №90 ბრძანების აღსრულების დავალება, კერძოდ, „მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 30-ე, 246-ე და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით შპს „კ...ის“ ბიუჯეტისადმი არსებული და შემდგომში წარმოშობილი დავალიანების გადაკისრება და შესაბამისად, 3,8 მილიონი ლარის (აშშ დოლართან მიმართებით) ბიუჯეტში ამოღება სს „რ...იდან“.
საქმე №ბს-438(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.05.2023
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის - პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად სასამართლოს მიერ აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე…
საქმე №ბს-418(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
საქმე №ას-1029-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2022
საქმე №ბს-1146(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2022
საქმე №ბს-29(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2022
საქმე №ბს-955(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
საქმე №ბს-1169(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2020
საქმე №ბს-994(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2020
საქმე №ბს-1048(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
საქმე №ბს-805(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2020
საქმე №ბს-816(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
საქმე №ბს-192(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2020
საქმე №ბს-145(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2020
საქმე №ბს-135(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2020
საქმე №ბს-139(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2020
საქმე №ბს-99(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2020
საქმე №ბს-82(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2020
საქმე №ბს-39(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2020
საქმე №ბს-17(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2020
საქმე №ბს-1375(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2019
საქმე №ბს-1343(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2019
საქმე №ბს-1323(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2019
საქმე №ბს-1324(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2019
საქმე №ბს-1326(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2019
საქმე №ბს-1289(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.12.2019
საქმე №ბს-1282(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2019
საქმე №ბს-1279(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
საქმე №ბს-1272(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ბს-1262(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2019
საქმე №ბს-1259(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2019
საქმე №ბს-1236(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
საქმე №ბს-1237(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
საქმე №ბს-1220(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2019
საქმე №ბს-1149(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2019
საქმე №ბს-1138(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 401-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებზე, 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2024 წლის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად: ---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ასევე, შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის ვალდებულების ცრუმაგიერ პირად დირექტორის და დირექტორის დის აღიარების შესახებ.
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული…
ასევე, შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის ვალდებულების ცრუმაგიერ პირად დირექტორის და დირექტორის დის აღიარების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 28 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №125-2340 შეტყობინება შპს „-----“ (ს/ნ ------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
მუხლი 20. ცრუმაგიერი— კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის
შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 246, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-246/