თავი XXXV — საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
1. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის სალაროდან (ნაღდი ფულის შენახვის ადგილიდან) ნაღდი ფულის ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად აუცილებელი ოდენობით.
2. პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფული იმავე დღეს შეიტანება საბანკო დაწესებულებაში ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – უახლოეს სამუშაო დღეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში დაუშვებელია მოსამართლის ბრძანების გარეშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(27)
საქმე №ბს-1111(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
…დავალიანებას 13-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დარღვეულია უზრუნველყოფის ღონისძიებების საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გამოყენების კანონით დამკვიდრებული გარანტია. მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე, 243-ე, 244-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახალებული ნორმებით დადგენილია საგადასახადო დავალიანების „აღიარებული საგადასახადო დავალიანების“ ფარგლებში გადახდევინების…
…დასრულებიდან ექვსი წლის განმვლობაში საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია მეწარმეზე დარიცხული თანხების გადასინჯვა, რაც თავისი შინაარსით მოიცავს მეწარმის მიმართ ადმინისტრირების განხორციელებას არსებული დავალიანების ამოსაღებად. საგადასახადო კოდექსის 244.5 მუხლის მიხედვით საგადასახადო გირავნობის უფლების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი საგადასახადო ვალდებულების წარმოქმნის დღიდან; სააპელაციო…
…“რ. დ-ისათვის” – 157662 ლარის დარიცხვის თაობაზე (ტ. I; ს.ფ. 26), გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2003 წლის 6 მაისის ¹219 შეტყობინება (მოწმობა) 157662 ლარზე, სადაც მითითება გაკეთდა საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 244-ე და 245-ე მუხლებზე (ტ. I; ს.ფ. 27) და ქონების დაყადაღების შესახებ 2003 წლის 6 მაისის ¹171 საგადასახადო შეტყობინება, რომლის თანახმად, ი/მ “რ. დ-ეს” ერიცხებოდა…
…წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მათ შორის არ დადებულა სააგენტო ხელშეკრულება, ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა სააქციო საზოგადოება თავისი და არა მოიჯარეების სახელით ახდენდა. ამდენად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლზე, რომლის თანახმად საქონლის, მომსახურების მიწოდება პირის მიერ, რომელიც არის სხვა პირის აგენტი (რწმუნებული), განიხილება როგორც ამ სხვა…
…ქონების რეალიზაციის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ ერიცხებოდა 533 805 ლარის საგადასახადო დავალიანება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის ქონების მიმართ წარმოშობილია გირავნობის უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 236-ე…
მუხლი 58. გადაწყვეტილება სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 60. ამოღებული ნაღდი ფულის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 16. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 59. სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურა— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე