1. ნოტარიუსი დეპოზიტში (ნოტარიუსის სადეპოზიტე ანგარიშზე) იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და/ან სხვა ფასეულობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია დეპოზიტში მიიღოს ფული, თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო და/ან ფასიანი ქაღალდები მათი კრედიტორისადმი გადაცემის მიზნით. ფული (ფასიანი ქაღალდები) შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. შეტანა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი ფულით, ასევე გადარიცხვით.
3. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების ოქმი; ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, გადამცემის სრული რეკვიზიტები, ფულის რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების სრული რეკვიზიტები, გადაცემის მიზეზები, გადამცემის მითითებები ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების მესამე პირისათვის (კრედიტორისადმი) გადაცემის შესახებ, აგრეთვე, მოვალის მიერ გაცხადებული მიზეზი, თუ რატომ უშუალოდ არ შეასრულა ვალდებულება. ნოტარიუსი იღებს რა დეპოზიტში ვალდებულების საგანს (ფული, ფასიანი ქაღალდები), არ ამოწმებს ვალდებულების წარმოქმნის საფუძველს. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და გადამცემმა.
4. ნოტარიუსმა ოქმი უნდა შეინახოს თავის არქივში, ხოლო ასლი უნდა გადასცეს გადამცემს
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
თავი X — დოკუმენტების, ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
- მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი
- მუხლი 97. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების გადაცემის შეუძლებლობა
- მუხლი 98. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემის იურიდიული შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 95, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-95/