1. თუ სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს კონკრეტული ქონების (უფლების) მიღების ფაქტი, სავალდებულოა ამ ქონების (უფლების) შესახებ ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რაც აუცილებელია ამ ქონების (უფლების) უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად.
2. სამკვიდრო მოწმობა იმ უძრავი ქონებაზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, მაგრამ მემკვიდრეობის გახსნის მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:
ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, წერილი, ცნობა-დახასიათება ან სხვა დოკუმენტი), რომლითაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა;
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, წერილი ან სხვა დოკუმენტი), რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მასზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა;
3. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო მასაში არსებული ქონება ყადაღადადებულია, დაუშვებელია სამკვიდრო მოწმობაში ამ ქონების შეტანა
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის
- მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1502. სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის მემკვიდრეებისათვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
- მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 89, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-89/