1. ნოტარიუსი ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნით დანიშნოს სამკვიდროს მმართველი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
2. დაინტერესებული პირის მოთხოვნით სამკვიდროს მმართველი დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული პირი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით შესრულებული დასაბუთებული განცხადებით მიმართავს ნოტარიუსს სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ.
3. სამკვიდროს მმართველი არ დაინიშნება, თუ ერთ-ერთმა პირმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნებისმიერი ფორმით (განცხადების წარდგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება) მიიღო სამკვიდრო, ან დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებები აღმოჩნდა სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოცემის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებით გააუქმოს დადგენილება.
5. სამკვიდროს მმართველი ინიშნება ნოტარიუსის დადგენილებით. დადგენილებაში უნდა მიეთითოს:
ა) დადგენილების მიღების თარიღი;
ბ) დადგენილების მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
გ) დადგენილების მიღების საფუძვლები;
დ) მმართველის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი;
ე) სამკვიდროს მართვის ვადა.
6. დადგენილებას თან ერთვის მმართველის თანხმობა (შედგენილი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით) მმართველად დანიშვნის შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მმართველმა სამკვიდროს მართვისათვის უნდა მიიღოს გასამრჯელო, გასამრჯელო გადახდილ უნდა იქნეს სამკვიდრო მასის ხარჯზე და მისი გადახდის ვალდებულება ეკისრება სამკვიდროს მიმღებ პირს – მემკვიდრეს ან სახელმწიფოს (უმკვიდრო ქონების შემთხვევაში). გასამრჯელოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამკვიდრო მასის ღირებულების 5%-ს და იგი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სამკვიდრო მასის ღირებულებასა და შესრულებულ სამუშაოსთან
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1498. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 77. ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმისწარმოების სფეროში
- მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 83, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-83/