1. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით:
ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.
ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;
გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.
დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძ-ლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.
ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია მემკვიდრეს მოსთხოვოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლით დადგენილი წესით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №2კ-900აპ.-21
…ქონება მიიღო მამკვიდრებლის მეუღლემ - ზ. კ-მ ფაქტიური ფლობით (ფაქტიური ფლობა დასტურდება იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობით, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფი გლუვლულიანი სანადირო თოფების ფლობას, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. იხ. ტ.2, ს.ფ. 142-145). 16. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 85, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-85/