1. ამ მუხლით დადგენილი ნორმები შეეხება დსთ-ის წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღების წესს.
2. თუ გარდაცვლილი დსთ-ის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა გარდაცვალების მოწმობის, გარდაცვლილის რეგისტრაციის (მუდმივი ბინადრობის) დამადასტურებელი ცნობის ან სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად არ არის სავალდებულო დსთ-ის წევრ სახელმწიფოდან მამკვიდრებლის მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია მემკვიდრეს მოსთხოვოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლით დადგენილი წესით
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
- მუხლი 76. ანდერძის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 77. ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმისწარმოების სფეროში
- მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 80, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-80/