1. ანდერძი შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო აქტის ფორმით შედგენილი ანდერძი დაწერილია მოანდერძის ხელით, ხელით დაწერილ ტექსტს უნდა დაერთოს საჯარო აქტის ფორმისათვის სავალდებულო რეკვიზიტები.
3. ტექნიკური საშუალების გამოყენებით შედგენილი ანდერძი შეიძლება შედგეს ერთ ან რამდენიმე ეგზემპლარად.
4. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი დაწერილია მოანდერძის ხელით, ანდერძი შეიძლება შედგეს ერთ ეგზემპლარად.
5. ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებამოსილებას საანდერძო ქონებაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
თავი VIII — ანდერძის შედგენის, შენახვისა და გამოქვეყნების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება
- მუხლი 69. სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა
- მუხლი 70. თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
- მუხლი 71. თამასუქის, ჩეკის და სხვა საკრედიტო დოკუმენტის გაპროტესტება
- მუხლი 72. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა
- მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
- მუხლი 76. ანდერძის გამოქვეყნების წესი
- მუხლი 77. ნოტარიუსის უფლებამოსილება სამემკვიდრეო საქმისწარმოების სფეროში
- მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 74, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-74/