მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
ა ) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება;
ბ ) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;
გ ) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1398. ანდერძის შეცვლის საშუალებები მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ა ) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება; ბ ) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით; გ ) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით.
…800 ევრო, 600 აშშ დოლარი და 1352 ლარი. გარდა ამისა, მათ გაწიეს ხარჯები, გაარემონტეს პირველი მოპასუხის ნაანდერძევი ქონება (ს.ფ. 16-20). 8. 2012 წლის 11 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ 2008 წლის 4 ივნისის ანდერძი მოშალა (ს.ფ. 79) [ სსკ-ის 1398-ე მუხლი ]. 9. 2014 წლის 21 აგვისტოს პირველ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება (ს.ფ. 50), რომლითაც დადგენილია…
საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
…უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მარინა ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
საქმე №3კ/1464-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2003
…ცნობილი უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო…
…1991 წლის 26 მარტს საგარეჯოს რაიონის ს------–-----–----ის გამგეობაში გ-----------–----ის სახელით დამოწმებულია ანდერძი (რეესტრი N-). მოანდერძის მიერ თავის სიცოცხლეში, 1991 წლის 26 მარტს, შედგენილი ანდერძი გაუქმებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1398-ე მუხლი ადგენს დანაწესს მოანდერძის მიერ ანდერძის შეცვლის ან მოშლის შესახებ, რასაც მოცემული დავის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია.…
…542-ე, 544-ე, 540-ე, 556-ე, 558-ე, 569-ე, 553-ე, 75-ე, მუხლი. გადასაწყვეტი საკითხის ანალოგიური მოწესრიგებაა გათვალისწინებული 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსით: 1306-1307-ე 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1319- 1320-ე, 1328-ე, 1398-ე, 1430-ე მუხლი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 359-ე მუხლის და ამჟამად მოქმედი, 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლი 47. ანდერძი— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია