1. ანდერძის შედგენის ან გაუქმების უფლება, ასევე დავები ანდერძის შესახებ და ანდერძის დასაშვები სახეები განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იყო მოანდერძე ანდერძის შედგენის ან გაუქმების მომენტში.

2. ანდერძის შედგენის, შეცვლის ან მოშლის ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იყო მოანდერძე ანდერძის შედგენის, შეცვლის ან მოშლის მომენტში, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც შედგა ან მოიშალა ანდერძ