1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქის სამკვიდრო ქონება იმყოფება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის იუსტიციის დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს ზომებს, რომლებიც აუცილებელია სამკვიდრო ქონების მართვისა და დაცვისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებების განხორციელებაში. მათი შუამდგომლობის საფუძველზე ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.
3. სამემკვიდრეო საქმის წარმოებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს იუსტიციის კომპეტენტური დაწესებულების შუამდგომლობითა